Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თბილისი მარათონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის აშენებას მოხმარდება
ambebi.ge
24 October 2016, 14:20
"ჰაიდელბერგცემენტის" მიერ ორგანიზებული მარათონი მეხუთედ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შემოსულ თანხას ორგანიზატორი კომპანია, ტრადიციულად, გააორმაგებს და მას ქველმოქმედებას მოახმარს.

"ღონიძიებიდან შემოსული თანხა 23 000 ლარზე მეტია. ის საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. პროექტის საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე მისი თითოეული მონაწილეც ქველმოქმედია. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების გარდა, ჩვენი მიზანია ტურიზმის განვითარება", - განაცხადა "თბილისი მარათონის" ორგანიზატორმა და "ჰაიდელბერგცემენტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ტყემალაძემ.

წელს "თბილისი მარათონში" ქართველების გარდა, უცხო ქვეყნის 50 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მარათონში ჩერთო დიპლომატიური კორპუსი, სამთავრობო და ბიზნეს სექტორი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით გაიმართა.

"ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივი სპორტის გავრცელებას ემსახურება. რაც მთავარია, ის საქველმოქმედოა. ეს ყველაფერი კი გადამდებია ახალგაზრდებში და, ზოგადად, მოქალაქეებში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდება და მასში ჩართულობაც გაიზრდება", - აღნიშნა თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

მარათონის ერთ გარბენში მონაწილეობას ბავშვები Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მიიღებენ. მონაწილე თუ დამსწრე პატარების გართობასა და მხიარული გარემოს შექმნაზე ჟურნალებმა "საბავშვო კარუსელი" და "მკურნალი" იზრუნეს. მათთვის სხვადსახვა გარასთობი აქტივობები მოეწყო.

"თბილისი მარათონში" უკვე მერამდენე წელია, პატარებიც მონაწილეობენ. საბავშვო გარბენმა წელსაც წარმატებით ჩაიარა. მიხარია, რომ ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს პატარაობიდანვე ეჩვევიან", - განაცხადა "საბავშვო კარუსელის" ბრენდ-მენეჯერმა ეკატერინე პეტრიაშვილმა.

მარათონი ადაპტირებულია და მასში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც მიიღეს. ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. "თბილისი მარათონი" 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი